weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

16:17 ოთხშაბათი, 06 აპრილი 2022

რუსი პოლიტიკოსი, დუმის დეპუტატი და „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის წარმომადგენლებმა და დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დაადასტურეს.

ჟირინოვსკი საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გადაიყვანეს და ხელოვნური კომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. 25 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი გარდაიცვალა, რაც მოგვიანებით მისმა პარტიამ უარყო.

ვლადიმერ ჟირინოვსკი ცნობილი იყო საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულებით და სიძულვილით შემცველი განცხადებებით. 2019 წელის ივლისში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების პროტესტის გამო დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილვი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ჟირინოვსკი საქართველოსთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

„შევწყვიტოთ ყველა კომერციული კავშირი. შეიძლება იმ ქართველი მეწარმეების შემოწმება, რომლებსაც რუსეთი მოქალაქეობა არ აქვთ, როგორ მუშაობენ და გავუშვათ სამშობლოში, როგორც ეს 2008 წელს იყო. საქართველოს მომავალი არ აქვს. მისგან არაფერი დარჩება ხაჭაპურისა და ხარჩოს გარდა“, – აცხადებდა ჟირინოვსკი.

2008 წელს, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მხარი დაუჭირა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას. ის აცხადებდა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა დაემყარებინა კონტროლი და დაეკავებინა როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ყველა ქართველი ოფიცერი.

„რუსული ჯარი უნდა იდგეს ბათუმში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. მორჩა! ამის გაკეთება შეიძლებოდა. ამისთვის ყველაფერი იყო მზად. ყველა გაიქცეოდა და დასავლეთიც ვერაფერს იტყოდა“, – აცხადებდა რუსეთის დუმაში სიტყვით გამოსვლისას ჟირინოვსკი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]