weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება – კულება

11:37 ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022
დმიტრო კულება და იენს სტოლტენბერგი დმიტრო კულება და იენს სტოლტენბერგი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. დმიტრო კულებამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ძალიან მარტივი დღის წესრიგი აქვს, რადგან მასში მხოლოდ სამი საკითხია – „იარაღი, იარაღი და იარაღი“.

როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, ახლა უკრაინის დასახმარებლად საუკეთესო გზაა მისი უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც აუცილებელია პუტინის შესაკავებლად და რუსული არმიის დამარცხებლად უკრაინაში, რათა ომი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.

„ბოლო თვეებში, ბოლო კვირებში, უკრაინულმა არმიამ და მთელმა უკრაინელმა ერმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ, მაგრამ უკრაინის მიერ მოთხოვნილი იარაღის მდგრადი და საკმარისი მარაგების გარეშე, ამ გამარჯვებას თან ახლავს უზარმაზარი მსხვერპლი.

რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა ის უკრაინაში, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. მეტი ქალაქი და სოფელი არ განადგურდება. სხვა ბუჩა აღარ იქნება.

ეს არის ჩემი მესიჯი NATO-ს მოკავშირეებისადმი და ეს ძალიან მარტივია. მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, გვერდით გადადონ ყოყმანი და უხალისობა უკრაინას მიაწოდონ ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კონკრეტულად რა სახის იარაღი სჭირდება უკრაინას, კულებამ თქვა, რომ ეს არის თვითმფრინავები, გემსაწინააღმდეგო რაკეტები, ჯავშანტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„როდესაც საქმე ეხება უკრაინას, არ უნდა არსებობდეს განსხვავება თავდაცვით იარაღსა და თავდასხმითს შორის, რადგან ყოველი იარაღი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის მიერ აგრესორის წინააღმდეგ გამოიყენება, თავდაცვითია. ასე რომ, ამ განსხვავებას არანაირი აზრი არ აქვს, როდესაც საქმე ეხება ჩემს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინას თავდაცვით იარაღს მივაწოდებთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მივაწოდოთ თავდასხმითი იარაღი, ფარისევლები არიან. ეს უბრალოდ უსამართლოობაა და არასამართლიანი მიდგომაა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]