weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

არესტოვიჩმა განმარტა, რატომ არ უთხრეს უკრაინელებს, რომ ომი გარდაუვალი იყო

11:55 პარასკევი, 08 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განმარტა, რატომ არ უთხრეს უკრაინელებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გარდაუვალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის გეგმების შესახებ ომის დაწყებამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე იცოდნენ.

უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე არესტოვოჩმა ISLND TV-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ დეკემბერის დასაწყისში მიიღო სანდო დადასტურება იმისა, რომ რუსეთი შეჭრას აპირებდა, თუმცა იმ დროს კონკრეტულ თარიღებს არავინ ასახელებდა. არესტოვიჩის ინფორმაციით, მაშინ დაიწყო უკრაინამ თავდაცვისთვის მომზადება: რეზერვების მობილიზაცია, წვრთნების ჩატარება და ყველა ადგილზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობა.

ოლექსი არესტოვიჩის თქმით, იმავე დროს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ ეთქვა უკრაინელებისთვის, რომ ომი გარდაუვალი იყო, რამდენადაც ეს ცნობა ქვეყნიდან მოქალაქეთა მასობრივ გასვლას გამოიწვევა.

არსეტოვიჩის განმარტებით, 8-დან 12 მილიონამდე ლტოლვილი უბრალოდ მანქანებით გადაკეტავდა გზებს, რაც უკრაინის არმიას თავდაცვის ხაზამდე მისვლაში ხელს შეუშლიდა, ეს კი აგრესორის გეგმებს დაეხმარებოდა და ხელს შეუწყობდა ე.წ. ბლიცკრიგის განხორციელებაში.

„რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ეს ძალიან სასურველი სიტუაციაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ალბათ, მაშინვე წავაგებდით ამ ომს და მარცხენა სანაპიროს. ჩვენ ვერანაირად ვერ გავუმკლავდებოდით ამ სიტუაციას და ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა უბრალოდ საკუთარ მოქალაქეებზე ტანკებით გადავლა, სროლა იმისთვის, რომ ხიდებზე გადავსულიყავით. როგორი გადაწყვეტილება უნდა იყოფილიყო მიღებული? ან გაჩუმება, ან პარალიზებული ქვეყნის დატოვება და მარცხენა სანაპიროს ჩაბარება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, მთავრობა რთული არჩევნაის წინაშე დადგა, ვინაიდან არჩევანი უნდა გაეკეთებინა მოვლების ცუდ და ძალიან ცუდ განვითარებას შორის. როგორც არესტოვოჩმა განაცხადა, ყველა სცენარის მიხედვით, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელობა განიხილავდა, უკრაინა ომს ვერ გაუძლებდა, თუ უკრაინელებს მაშინვე ეტყოდნენ სიმართლეს რუსეთის შეჭრის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]