weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა

16:29 პარასკევი, 08 აპრილი 2022

დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც ათასობით ადამიანი ქალაქიდან გასასვლელად იყო შეკრებილი, სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, 89 კი დაშავდა. უკრაინა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

სააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ მტერი მიზანმიმართულად ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას იმისთვის, რომ ევაკუაცია არ დაუშვას. მისივე თქმით, რკინიგზის სადგურზე იერიში „ტოჩკა-უ-ს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით განხორციელდა. რაკეტაზე თეთრი საღებავით ეწერა „ბავშვების გამო“.

„მტერმა მაშინვე გაავრცელა „ფეიკები“, რომ დარტყმა უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. ეს წარმოუდგენელი ცინიზმის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველა სამხილი და მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კირილენკომ და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი პანიკის დათესვას და ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმებს გააგრძელებს.

პაველ კირილენკოს თქმით, კასეტური ბომბებით აღჭურვილი რაკეტის სროლა ცოცხალი ძალის განადგურებაზე იყო მიმართული: „ეს კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხმა არ დატოვოს რეგიონი“.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც:

„ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდა, „ტოჩკა-უ-თი“ დაარტყეს. დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 100 კი სხვადასხვა ხარისხით დაშავდა. რუსი არაადამიანები თავიანთ მეთოდებს თავს არ ანებებენ. ბრძოლის ველზე ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა და გამბედაობა არ აქვთ. ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს და თუ არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა მათ არ განუხორციელებით და „კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციას წარმოადგენს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „ტოჩკა-უ-ს“ ტიპის რაკეტებს მხოლოდ უკრაინული შეიარაღებული ძალები იყენებენ, თუმცა ორგანიზაცია Conflict Intelligence Team აცხადებს, რომ ასეთი რაკეტა შესაძლოა რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც იყოს დარჩენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]