weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

„ჩვენ ვნახეთ პუტინის არმიის სასტიკი სახე“ – ევროკომისიის პრეზიდენტი ბუჩაში იმყოფებოდა

22:15 პარასკევი, 08 აპრილი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდნენ, სადაც მასობრივი სამარხი ნახეს.

„აქ წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჩვენ ვნახეთ პუტინის არმიის სასტიკი სახე. ჩვენ ვნახეთ უგუნურება და გულცივობა, რომლითაც ქალაქი ოკუპაციაში ჰყავდათ. მთელი მსოფლიო გლოვობს ბუჩას ხალხთან ერთად. ისინი იცავენ ევროპის საზღვარს, იცავენ კაცობრიობას, იცავენ დემოკრატიას და ამიტომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინელებს დაპირდა, რომ „სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“.

„თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. მე დღეს კიევში ვარ, რათა გითხრათ, რომ ევროპა თქვენს მხარესაა“, – აღნიშნა მან.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კიევთან ახლოს მდებარე ბუჩადან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იქნა ნაპოვნი. რუსეთი მასობრივ მკვლელობებთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ „ვიდრე ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იყო, არცერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაზარალებულა რაიმე ძალადობრივი ქმედების შედეგად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]