weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ჯერ ვერ ვიტყვით, რომ კიევისთვის ბოლო ბრძოლა მოვიგეთ – ზელენსკი

19:37 ორშაბათი, 11 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ კიევისთვის ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება მიღწეულია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა, რომ კიევისთვის ბრძოლა მოგებულია, რაზეც უპასუხა:

„ვფიქრობ, რომ კი, მაგრამ ეს ბოლო გამარჯვება არ არის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ბოლო ბრძოლაა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ კიევისთვის ბრძოლა მოვიგეთ. რა ფასი აქვს მერე რაღაცის დაკარგვას? ამის ასე შეფასება არ შემიძლია. ამის თქმა შემეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს.

ბუჩა დიდი კიევის ნაწილია, კიევის ოლქია. ბუჩა, ირპენი, ჰოსტომელი... თუ იქ ბოლომდე განადგურდა ხალხი, ეს ბრძოლა მოვიგეთ? არ ვარ დარწმუნებული. ჩვენ შევინარჩუნეთ და არ ჩავაბარეთ ყველაფერი, ეს შემიძლია დავადასტურო, ხოლო გავიმარჯვეთ თუ არა, ჯერ არ ვარ მზად, რომ ეს ვთქვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღწერა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს გამარჯვება. მისი თქმით, ქალაქებში ხალხი უნდა დაბრუნდეს და რუსეთის ჯარებმა უკრაინა დატოვონ.

„ხალხის გარეშე არაფერია და აზრი არ აქვს იმ ტერიტორიებს, რომლისთვისაც ვიბრძვით. ამიტომ გამარჯვება ეს არის ხალხის დაბრუნება, დაბომბვის დასრულება. დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და რუსი სამხედროები იქ არ იქნებიან.

მესმის, რომ ისინი არ დატოვებენ ყირიმს და მესმის, რომ ჩვენ დიდხანს ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და ვივაჭრებთ გარკვეული ტერიტორიებისთვის ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით, დონბასში.

მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერჯერობით გამარჯვება არც კიევშია მიღწეული. ჯერ ადრეა. ჯერ-ჯერობით ქალაქი ცარიელია. ხალხი დაბრუნდება, ტანკები გავლენ და მაშინ ალბათ გამარჯვება იქნება. ვფიქრობ, რომ, საერთო ჯამში, უკრაინაში გამარჯვება წინ არის.

მე ვიცი როგორ გამოიყურება ის. ზუსტად ვიცი, რა მოხდება, რის შემდეგაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს გამარჯვებაა. ამას ყველა ვიგრძნობთ, მაგრამ ამაზე, თუ შეიძლება, ჯერ ამაზე არ ვილაპარაკებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]