weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

რუსმა სამხედრომ ჩვილი გააუპატიურა და ვიდეო ამხანაგებს გაუგზავნა – ზელენსკი

09:55 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა მედესანტემ უკრაინაში ჩვილი გააუპატიურა. ლიეტუვას პარლამენტისადმი მიმართვის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ მედესანტის ვინაობა დადგენილია.

„დაფიქსირებულია გაუპატიურების ასობით შემთხვევა, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგონების და სულ მთლად პატარა ბავშვების, ჩვილებისაც კი. ამის შესახებ საუბარი საშინელებაა, მაგრამ ეს სიმართლეა და ეს მოხდა. დადგენილია კიდეც პიროვნება, რუსი მეომარი ბიჩკოვი ფსკოვიდან. მედესანტე ან სპეცრაზმელი, რომელმაც ამხანაგებს ეს ვიდეო გაუგზავნა, ვიდეო იმისა, თუ რას უკეთებს ჩვილს, როგორ ძალადობს ჩვილზე.

აი, რუსი სამხედრო, „ბავშვების დამცველი“. ასეთია სპეცოპერაცია, რომელიც მოსკოვში დაიგეგმეს. ასეთია „რუსული სამყაროსთვის“ ბრძოლის ამბავი. ეს არის ის, რასთანაც ახლა რუსული არმია ასოცირდება, ფსკოველ მედესანტეებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი პროპაგანდისტები მედესანტის გამართლებას შეეცდებიან და იტყვიან, რომ ეს არ მომხდარა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასეთ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს ეკისრებათ, არამედ მათაც, ევროპაში, ვინც რუსულ პროპაგანდას სატელევიზიო ქსელებიდან არ თიშავს.

სააგენტო Unian-ის ინფორმაციით, 9 აპრილს დააკავეს რუსი ჯარისკაცი ალექსეი ბიჩკოვი, რომელიც ჩვილებზე სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეოებს წერდა. ვიდეო განზრახ თუ შემთხვევით მის თანამებრძოლებს დაეგზავნათ. ბიჩკოვი ფსკოვში მდებარე N64044 სამხედრო ნაწილში მსახურობს. Unian-ი მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ფსკოვის ოლქის ყველა სამხედრო ფორმირება ახლა უკრაინაში იბრძვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]