weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზელენსკიმ ჩამოთვალა ის შეიარაღება, რომელიც უკრაინას რუსეთის შესაჩერებლად სჭირდება

20:39 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხვა სახელწმიფოების ლიდერებს მიმართა და სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ უკრაინას მძიმე არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები.

ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსული აგრესიის შესაჩერებლად სჭირდება შემდეგი: საარტილერიო დანადგარები (კალიბრი 155 მმ) და საბრძოლო მასალა; საარტილერიო ჭურვები (კალიბრი 152 მმ), რაც შეიძლება მეტი; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები: „გრადი“, „სპერჩი“, „ტორნადო“ ან ამერიკული M142 HIMARS; ჯავშანტრანსპორტიორი (ჯავშანმატარებლები, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები და სხვ.); ტანკები (T-72, ამერიკული ან გერმანული ანალოგი); საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300, „ბუკი“ ან მსგავსი თანამედროვე, დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები); საბრძოლო თვითმფრინავები.

„ჩვენ ვთხოვთ მთელ მსოფლიოს, გაერთიანდეს და დაგვეხმაროს ამ სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიეცით უკრაინას იარაღი, რომ ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება“, – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და გათვლა ჰქონდა, რომ მას 5 დღის განმავლობაში დაიპყრობდა.

„ეს იყო ის ვადა, რომელიც მათ დააწესეს ჩვენი ქვეყნის ამოძირკვისა და ჩვენი დემოკრატიის განადგურებისთვის, მაგრამ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვის წინააღმდეგ იყვნენ. რუსეთმა არ იცოდა, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის ჩვენი თავისუფლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეიარაღება და აღჭურვილობა გაანადგურეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და რუსეთს კიდევ აქვს შესაძლებლობა, თავს დაესხას უკრაინას და არამხოლოდ მას. ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთის შემდეგი სამიზნეები იქნებიან პოლონეთი, მოლდოვა, რუმინეთი და ბალტიის ქვეყნები.

„თავისუფლება უფრო კარგად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტირანია. დასავლეთს ქვეყნებს ყველაფერი აქვთ ამის გასაკეთებლად. ტირანიაზე გამარჯვება და გადარჩენილი ხალხის რაოდენობა მათზეა დამოკიდებული. შეაიარაღეთ უკრაინა ახლა, მშვიდობის დასაცავად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]