weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რუსეთმა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა დაადასტურა

11:06 პარასკევი, 15 აპრილი 2022

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერის, „მოსკვას“ ჩაძირვა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა უწყების განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საბრძოლო მასალის აფეთქების გამო კრეისერის კორპუსი დაზიანდა და დანიშნულების ადგილზე ბუქსირით გადაჰყავდათ.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ზღვაზე შტორმი იყო და ბუქსირით გადაყვანისას გემი ჩაიძირა. მანამდე, კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კრეისერს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნით“ დაარტყეს. მათივე მტკიცებით, სწორედ „მოსკვა“ არის ის რუსული სამხედრო გემი, რომლის მისამართითაც კუნძულ ზმეინიზე მყოფმა უკრაინის დამცველებმა უცენზურო ფრაზა (რუსულად - Русский военный корабль, иди *****!) თქვეს.

კრეისერი „მოსკვა“ ექსპლუატაციაში 1983 წელს შევიდა. მის შეიარაღებას შორის იყო საბჭოთა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის (П -1000 „Вулкан“) 16 საზენიტო რაკეტა.

Forbes-ის თანახმად, „მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო დანაკარგია 24 თებერვლიდან მიმდინარე ომში. კრეისერის სავარაუდო ღირებულება 750 მილიონი აშშ დოლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]