weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

უკრაინის გენპროკურატურა: ომის დაწყების შემდეგ 198 ბავშვი დაიღუპა

11:52 პარასკევი, 15 აპრილი 2022

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 553-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. მათგან 198 დაიღუპა.

გენპროკურორის ოფისში აცხადებენ, რომ ეს ციფრები საბოლოო არ არის, რადგან მიმდინარეობს მუშაობა მათ დასაზუსტებლად აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

„ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის ოლქში - 117, კიევის ოლქში - 105, ხარკოვში - 81, ჩერნიგოვში - 54, მიკოლაევში - 40, ხერსონში - 38, ლუგანსკში - 36, ზაპოროჟიაში - 23, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირში - 15.

„სუმის რაიონის ქალაქ ტროსტიანეცში სისხლის სამართლის დანაშაულების აღრიცხვისას დადგინდა, რომ 21 მარტს რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა. 14 აპრილს, დაბომბვის გამო, ხარკოვის ოლქში, სოფელ ოლექსანდრივკაში 9 და 11 წლის ბავშვები დაიჭრდნენ“, – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურატურა.

მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 95 მთლიანად განადგურებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]