weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

კიევის ოლქში რუსმა სამხედროებმა სულ მცირე 900 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – პოლიცია

18:07 პარასკევი, 15 აპრილი 2022

კიევის ოლქში, რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ, 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იქნა ნაპოვნი. 15 აპრილისთვის არსებული მონაცემების შესახებ ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, 900 მოკლული ადამიანიდან 350-ზე მეტი ბუჩადან არის.

„დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეთა რაოდენობამ 900-ს მიაღწია. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია მოქალაქეებზე, რომელთა ცხედრები ვიპოვეთ და ჩავაბარეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას დეტალური გამოკვლევისთვის. ყველა ეს ადამიანი რუსული არმიის ხელით მოკვდა. ყველაზე მეტი მსხვერპლი ბუჩაშია, სადაც 350-ზე მეტი ცხედარი ვიპოვეთ. გაცილებით ნაკლები მსხვერპლია ვიშგოროდის და ბროვარის რაიონებში“, – განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა.

ანდრეი ნებიტოვის თქმით, ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს მაკარივსა და ბოროდიანკაში. პოლიცია დარწმუნებულია, რომ ნანგრევების ქვეშ დაღუპულთა ცხედრები იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]