weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ომის დაწყების შემდეგ 3000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ზელენსკი

11:11 შაბათი, 16 აპრილი 2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 2500-დან 3000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დაიჭრა დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი მებრძოლი და „ძნელი სათქმელია რამდენი გადარჩება.“

რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულების რაოდენობის დადგენა უფრო რთულია, რადგან მთელი რიგი ქალაქები, მათ შორის, ხერსონი, ბერდიანსკი, მარიუპოლი და ვოლნოვახა, ამ დრომდე ბლოკირებულია. 

ამავე ინტერვიუში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგი 19-დან 20 ათას სამხედრომდეა. 

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ორჯერ გაავრცელა – 2 და 25 მარტს. 25 მარტის მონაცმებით, დაღუპული იყო 1351 სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილთა რაოდენობა კი 3825-ის შედგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]