weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იტალიის პრემიერის თქმით, პუტინთან მშვიდობაზე ლაპარაკი დროის ფუჭად კარგვაა

11:14 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის თქმით, უკვე თავადაც ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ მან იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა.

იტალიის პრემიერის თქმით, ამ დრომდე პუტინი მიზნად ისახავდა არა მშვიდობის ძიებას, არამედ ცდილობდა მოესპო უკრაინის წინააღმდეგობა, დაეპყრო ქვეყანა და ჩაებარებინა ის მეგობარი მთავრობისთვის.

დრაგმა, რომელიც პუტინს მშვიდობაზე სასაუბროდ ტელეფონით დაუკავშირდა, ამბობს:

„მე მას ვკითხე: „როდის შეხვდებით ზელენსკის? მარტო თქვენ ორს შეგიძლიათ საკითხების გადაწყვეტა“. მან მითხრა: „ამის დრო არ დამდგარა“. მე დავიჟინე: „მიიღეთ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება“. მან ისევ მითხრა: „არა, დრო ჯერ არ დამდგარა“. ამის შემდეგ მესაუბრა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ რამდენიმე დღეში შევხვდებოდით. შემდეგ მოხდა ბუჩას საშინელება. უკვე ვიწყებ ფიქრს, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ მასთან ლაპარაკი ფუჭია და დროის კარგვაა“, – განაცხადა მარიო დრაგმა.

როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის მხარს უჭერდა საფრნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც დიალოგისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს.

„მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ომის საშინელება თავისი ხოცვა-ჟლეტით, იმით, რაც მათ გაუკეთეს ბავშვებსა და ქალებს, სრულიად დამოუკიდებელია სიტყვებისა და სატელეფონო ზარებისგან“, – განაცხადა მარიო დრაგმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, ისევე როგორც ბევრი სხვა, თავადაც ფიქრობდა, რომ მოსალოდნელი იყო რუსების სწრაფი გამარჯვება, „რაც ასევე საფრთხის წინაშე დააყენებდა მეზობელ სახელმწიფოებს“.

„ასე არ მოხდა: გამარჯვება არ მოვიდა და არ ვიცით, ოდესმე მოვა თუ არა. გმირულია უკრაინის წინააღმდეგობა. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, ხალხი უკრაინის არმიად გადაიქცა. არ არსებობს იმის ნიშანი, რომ უკრაინელი ხალხი ოკუპაციას შეეგუება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები „უმნიშვნელოვანესია აგრესორის დასასუსტებლად“, არასაკმარისია მოკლევადიან პერიოდში ომის შესაჩერებლად.

„ამისათვის ჩვენ უშუალოდ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს და სწორედ ამას ვაკეთებთ. ამის არ გაკეთების ტოლფასი იქნება, რომ ვუთხრათ: დანებდეთ, მიიღეთ მონობა და მორჩილება. ეს გზავნილი ეწინააღმდეგება სოლიდარობის ევროპულ ღირებულებებს. ამის ნაცვლად, ჩვენ გვინდა უკრაინელებს თავის დაცვის საშუალება მივცეთ“.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სწორი გადაწყვეტილებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]