weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქველმოქმედო აუქციონზე LaFerrari Aperta 8.3 მილიონ ევროდ გაიყიდა

14:39 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

იტალიის ქალაქ მარანელოში გამართულ „ფერარის“ 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღესასწაულის ფარგლებში, „სოთბის“ თაოსნობით საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც სავაჭროდ სპორტქარების იშვიათი მოდელები გაიტანეს.

„ფერარის“ პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნულ აუქციონზე 21-ე საუკუნეში შექმნილი ავტომობილებისთვის ახალი რეკორდი დამყარდა: როდსტერში LaFerrari Aperta, შთამბეჭდავი თანხა - 8.3 მილიონი ევრო გადაიხადეს. წინა რეკორდი 2016 წლის დეკემბერს დეიტონაში დამყარდა, სადაც LaFerrari-ს სხვა მოდელი 7 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე სხვა რარიტეტებსაც გამოუჩნდნენ მფლობელები, კერძოდ: 1959 წელს გამოშვებულ Ferrari California 250 GT SWB-ში 7.9 მილიონი ევრო გადაიხადეს, 1958 წლის კაბრიოლეტი 250 GT Series I კი 4.7 მილიონ ევროდ შეფასდა.

აუქციონზე შეკრებილი თანხა საქველმოქმედო ფონდში Save the Children გადაირიცხება. ამ შემთხვევაში ფონდი, რომელიც მოზარდ თაობას პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება, თანხას აზიისა და აფრიკის ქვეყნებში განათლების სფეროში პროექტების რეალიზაციისთვის აგროვებდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]