weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თუ ფსევდორეფერენდუმი გაიმართება, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს – ზელენსკი

00:24 კვირა, 24 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი მარიუპოლში უკრაინელებს გაანადგურებს, ჩაატარებს ფსევდორეფერენდუმს ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის თუ სხვა რესპუბლიკების შესაქმნელად, უკრაინა მოლაპარაკებების პროცესიდან გავა.

ამ საკითხზე ზელენსკიმ 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თუ განადგურებული იქნება ჩვენი ხალხი მარიუპოლში, თუ გამოცხადდება რეფერენდუმი უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა გამოვა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან.

ჩვენმა ხალხმა, რომელიც იმყოფება ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს ოლქში და ქვეყნის აღმოსავლეთში, უნდა იცოდეს და არ უნდა დაეხმაროს ოკუპანტებს. ადგილობრივები დადიან სახლიდან სახლში და მონაცემებს აგროვებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედებები არსებული ვითარების დიპლომატიურ დარეგულირებას არ უწყობს ხელს.

„ეს აუცილებლად შეუშლის ხელს დიპლომატიური გზით ომის დასრულებას. ეს რუსეთის მხრიდან არასწორი ნაბიჯია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველა წინა მოლაპარაკება ფიქციაა და უბრალოდ თეატრია, ძალიან ცუდი მსახიობებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სააგენტო Unian-ის ცნობით, რუსები ოკუპირებულ ხერსონში „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის“ ჩატარებას აპირებენ. როგორც სააგენტო წერს, ე.წ. რეფერენდუმი თავდაპირველად 1 მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში იგეგმებოდა, შემდეგ კი 27 აპრილისთვის გადმოიტანეს. ხერსონს ოლქი მოსახლეობის დაახლოებით 40%-მა დატოვა. ოლქის ქალაქები და სოფლები ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანვე რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]