weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლავროვის თქმით, ბირთვული ომის რეალური საფრთხე არსებობს

12:20 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. 25 მარტს, „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ ბირთვული ომის დაუშვებლობა რუსეთის პრინციპული პოზიციაა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რისკებია. არ მინდა, რომ ისინი ხელოვნურად გააზვიადონ. მსურველი ბევრია. საფრთხე სერიოზულია, რეალური. მისი სათანადოდ არ შეფასება არ შეიძლება“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც სერგეი ლავროვმა თქვა, ყველა „შელოცვებს აკეთებს“, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დაშვება.

„სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს ზელენსკის და მისი გუნდის მუდმივი პროვოკაციები, რომლებიც ითხოვენ თითქმის NATO-ს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად, მაგრამ ყველა ყოველთვის ამბობს, რომ იარაღს მისცემენ (რაც, ასევე ცეცხლზე ნავთის დასხმაა) და უნდათ აიძულონ უკრაინელები, რომ ამ იარაღით რუსეთთან ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლონ, ოღონდ რაც შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს ეს კონფლიქტი, ოღონდ რუსეთი (როგორც ისინი იმედოვნებენ) უფრო და უფრო დაზიანდეს ამით“, – განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის საწყობებს „ლეგიტიმური სამიზნედ“ განიხილავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაყენებულ მოთხოვნებზე უარს არ ამბობს.

„ის, რაც ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა - ქვეყნის დემილიტარიზაციის კონტექსტში სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომლითაც რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „ანტირუსეთს“ ქმნიდნენ“.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა 22 აპრილს განაცხადა, ეს ნაბიჯი კატასტროფული იქნება არა მხოლოდ უკრაინისა და მსოფლიოსთვის, არამედ მას ექნება „აბსოლუტურად კატასტროფული შედეგები“ თავად პუტინისა და რუსეთისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]