weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„გაზპრომმა“ ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

13:51 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება მთლიანად შეუწყვიტა ბულგარეთსა და პოლონეთს, რომლებმაც საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს.

„ბულგარეთი და პოლონეთი სატრანზიტო ქვეყნებია. რუსული გაზის სატრანზიტო მოცულობებიდან არასანქცირებული გატანის შემთხვევაში, ტრანზიტი ამ მოცულობით შემცირდება“, – განაცხადეს „გაზპრომში“.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში პიოტრ ნაიმსკიმ თქვა, რომ პოლონეთი რუსეთიდან გაზის ყიდვას აღარ აპირებს.

„რუსული კომპანიებისგან გაზს არ ვიყიდით. დასასრული. ეს იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ველოდით. ნორმალურ პირობებში „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გასვლოდ. ამისთვის 6 წელია ვემზადებოდით“, – განაცხადა ნაიმსკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთს რუსეთიდან მისთვის საჭირო გაზის დაახლოებით 50% შეჰქონდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, რუსეთი ევროკავშირის გაზით დაშანტაჟებას ცილობს და ევროკავშირში ამ სცენარისთვის მომზადებულები არიან. 

„ყველა წევრ სახელმწიფოსთან ჭიდრო კავშირში ვართ. ვმუშაობდით ალტერნატიული მიწოდებისა და ევროკავშირის მასშტაბით შენახვის უზრუნველყოფაზე.

საერთაშორისო პარტნიორებთან გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად. ევროპელებს შეუძლიათ გვენდონ, რომ ჩვენ ერთიანი და სოლიდარულები ვართ იმ წევრი ქვეყნების მიმართ, რომელიც დაზარალდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის შეთანხმებულ პასუხს ამზადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]