weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქებშიც სწავლობენ ცნებას „დემილიტარიზაცია“ – პოდოლიაკი

14:53 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

„ახლა უკვე ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის ოლქებშიც აქტიურად სწავლობენ ისეთ ცნებას, როგორიცაა „დემილიტარიზაცია“. განიარაღება“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-უკრაინის საზღვართან საბრძოლო მასალის და საწვავის საცავებში ხანძრებს.

„რუსეთის ამ ოლქებში პერიოდულად იწვის საწვავის მსხვილი ბაზები, რომლებიც საწვავით უზრუნველყოფენ რუსული არმიის ჯავშანტექნიკას. ფეთქდება საბრძოლო მასალის საცავები. სხვადასხვა მიზეზის გამო. ამას უფრო და უფრო აქტიურად აკეთებენ.

როგორ ავხსნათ ეს? ძალიან მარტივად. თუ თქვენ (რუსები) გადაწყვეტთ სხვა ქვეყანაზე მასიურ შეტევას, ყველას ერთმანეთის მიყოლებით მოკვლას, მშვიდობიან მოსახლეობის ტანკებით მასიურად განადგურებას, ხოლო მკვლელობებისთვის გამოიყენებთ თქვენს ოლქებში არსებულ საწყობებს, მაშინ ადრე თუ გვიან ვალების დაბრუნება მოგიწევთ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, ბელგოროდ-ვორონეჟის საცავების განიარაღება აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია.

„კარმა სასტიკი რამ არის“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები საომარ მოქმედებებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ, რომლის მიზანი, მათი თქმით, უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]