weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუსებმა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საველე ჰოსპიტალი დაბომბეს, არიან დაღუპულები – „აზოვი“

19:22 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022

„აზოვის“ პოლკის ინფორმაციით, რუსებმა დაბომბეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საველე სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც დაჭრილი იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, არის მსხვერპლი.

„მასიურად ჩამოყარეს მრავალტონიანი ბომბები, რომლებსაც ნებისმიერი სახის ბეტონის თავდაცვის გარღვევა შეუძლიათ. შემდეგ, უკვე განაგრძეს ნანგრევების უმოწყალოდ დაბომბვა საზღვაო არტილერიიდან. დაჭრილ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები, ხელახლა დაჭრილები და შოკურ მდგომარეობაში მყოფები.

მტრის თავდასხმის გამო, შენობის ნაწილი ჩამოინგრა . კერძოდ, საოპერაციო ოთახი, რაც ახლა შეუძლებელს ხდის ჩვენი ჯარისკაცების დახმარებას თუნდაც იმ პირობებში, რაც აქამდე იყო“, – ნათქვამია „აზოვის“ პოლკის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ვიდეოც ახლავს.

განცხადებაში მიუთითებენ ჟენევის კონვენციაზე და აღნიშნავენ, რომ სტაციონარული და მოძრავი სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმა დაუშვებელია, ხოლო დაჭრილები და ავადმყოფები, სამოქალაქო თუ სამხედრო პირები დაცვის უფლებით უნდა სარგებლობდნენ.

„დაშავებულს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა გაეწიოს საჭირო დახმარება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გამოეხმაურონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურების მცდელობებს, რომლებსაც იარაღი ვეღარ უჭირავთ ხელში!

ვიდეო დაბომბვისთანავეა გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ თხრიან დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფებოდნენ და პირველად დახმარებას უწევდნენ“, – აცხადებს აზოვის პოლკი.

უკრაინის ხელისუფლება და „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი სამოქალაქო პირი და 500 დაჭრილი სამხედრო იმყოფებოდა. სავარაუდოდ, დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა.

26 აპრილს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას უარყო ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

„აზოვსტალიდან“ ევაკუაციაში UN-სა და წითელი ჯვრის მონაწილეობას პუტინი დათანხმდა – UN

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]