weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დაბომბვის შედეგად კიევში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი და პროდიუსერი დაიღუპა

14:52 პარასკევი, 29 აპრილი 2022

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშს კიევში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი და პროდიუსერი, ვირა ჰირიჩი ემსხვერპლა. ის 28 აპრილს დაბომბილ ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა. ჟურნალისტის ცხედარი ნანგრევების ქვეშ დღეს დილით იპოვეს.  

„რადიო თავისუფლების“ თანამშრომელმა ვირა ჰირიჩის საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტო Facebook-ში გამოაქვეყნა და დაწერა:

„ეს ჩემი კოლეგის პატარა მანქანაა. რამდენიმე წლის წინ ამით წაგვიყვანა ნემეშაევოში. გვეუნებოდა, როგორ მოგვეძიებინა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა ვირა აღარ არის. ზუსტი რუსული რაკეტა მის სახლს მოხვდა, ვერა მთელი ღამე იწვა და მხოლოდ დილით იპოვეს“, – წერს ჟურნალისტი.

28 აპრილს კიევის შევჩენკოს რაიონი იმ დროს დაიბომბა, როდესაც უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით გაეროს გენერალური მდივნი, ანტონიო გუტერეში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]