weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლუკაშენკო: მადლობა ღმერთს, რომ დიქტატურა გვაქვს

19:43 პარასკევი, 29 აპრილი 2022

„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დიქტატურა გვაქვს. თქვენ ყველა მაკრიტიკებდით: დიქტატურა, დიქტატურა. სამაგიეროდ წესრიგი გვაქვს ამ დიქტატურაში“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს, გომელის ოლქში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ბელარუსში არ უშვებენ, რათა არ ნახონ, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ.

„ხელებს იფშვნეტენ: აი, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ახლა რუსეთს მუხლებზე დავაყენებთ, ხოლო მერე ბელარუსს. არ გამოვა.

არ გამოვა რუსეთისა და ბელარუსის დაჩოქება ინტელექტის, განათლების ასეთი დონით, ასეთი ტექნოლოგიური დონითა და რესურსებით. უბრალოდ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.

აღდგომასთან დაკავშირებით საზღვრები გავხსენით, რომ პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ხალხი თავიანთი ახლობელების საფლავებზე ჩამოსულიყო, როგორც ყოველთვის ხდებოდა. უვიზოდ შემოსვლის ნება მივეცით, მაგრამ ისინი თავიანთ ხალხს ბელარუსში არ უშვებენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ხალხი მარილს ყიდულობს. მათ მარილი არ აქვთ. დიდებული და მდიდარი დასავლეთი, მარილი კი არ აქვთ! რომ არ ილაპარაკონ ადამიანებმა, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ, მათ უბრალოდ არ უშვებენ. აი, მთელი დემოკრატია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის ზაფხულში ის მეექვსედ იქნა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე. ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო. ოპოზიცია და მოქალაქეების ნაწილი ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც არჩევნების შედეგები არ აღიარეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]