weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინამ სანქციები შესაძლოა რუსეთის პატრიარქ კირილს და 3 სასულიერო პირს დაუწესოს

18:19 შაბათი, 30 აპრილი 2022
რუსეთის პატრიარქი კირილი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის პატრიარქი კირილი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

უმაღლესი რადას დეპუტატებმა დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის და რუსული ეკლესიის კიდევ სამი გავლენიანი სასულიერო პირის წინააღმდეგ პერსონალური ეკონომიკური სა სხვა სახის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი განსახილველად სხვადასხვა ფრაქციის 21-მა დეპუტატმა 29 აპრილს წარადგინა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეკლესიის ლიდერებს შორის, რომლებიც სისტემატიურად და აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს, ამართლებენ უკრაინაში ჯარების შეჭრას და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინელების გენოციდს არიან:

  • მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მე-16 პატრიარქი კირილი (ვლადიმერ გუნდიაევი);
  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების გამგე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი (გრიგორი ალფეევი);
  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი;
  • ფსკოვისა და პოროხოვის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ტიხონი (გეორგი შევკუნოვი), რომელიც ცნობილია როგორც ვლადიმერ პუტინის სულიერი მამა და რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი.

კანონპროექტი ითვალისწინებს რიგი სანქციების შემოღებას, მათ შორის, უკრაინაში შესვლის აკრძალვას, ქონების დაყადაღებას, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების აკრძალვას და უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დეპუტატებმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების დანაშაულებრივი ქმედებების მრავალ ფაქტს მოუყარეს თავი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ პატრიარქმა კირილმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიაზე მიმინარე ე.წ. „სპეციალური ოპერაციას“.

„3 აპრილს, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წირვის დროს, კირილმა დალოცა რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიაში და ასევე განაცხადა, რომ ამ ყველაფერს „სიკეთე და სამართლიანობა“ მოაქვს“, – აცხადებენ უკრაინელი დეპუტატები.

ასევე აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტი ტიხონი, პატრიარქ კირილთან ერთად, „რუსული სამყაროს“ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი და გამავრცელებელია, ხოლო მიტროპოლიტი ილარიონი და დეკანოზი ბალაშოვი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებენ საერთაშორისო საქმიანობას, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პოპულარიზაციის ფარგლებში და უშუალოდ ხელმძღვანელობენ მოსკოვის საპატრიარქოს საქმიანობის უკრაინულ მიმართულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]