weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

ისრაელმა დაგმო ლავროვის განცხადება „ებრაელების ანტისემიტიზმის“ შესახებ

19:15 ორშაბათი, 02 მაისი 2022

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება „ებრაელების ანტისემიტიზმის“ შესახებ. როგორც ბენეტმა განაცხადა, ლავროვის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ასეთი ტყუილის მიზანია თავად ებრაელები დაადანაშაულონ ისტორიაში ყველაზე საშინელ დანაშაულებში, რომლებიც მათ წინააღმდეგ იყო ჩადენილი და ამით ისრაელის მტრები პასუხისმგებლობას ააცილონ“, – განაცხადა ბენეტმა.

მისივე თქმით, ჰოლოკოსტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

პირველ მაისს, იტალიურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ე.წ. დენაციფიკაციის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, უკრაინაში ნაციზმი არსებობს.

„ზელენსკი იყენებს არგუმენტს: როგორ შეიძლება იქ ნაციზმი იყოს, როცა თავად ებრაელია. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის ამ განცხადების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი განმარტებისთვის დაიბარა. იაირ ლაპიდმა რუსეთის წარმომადგენლისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. როგორც მან აღნიშნა, ლავროვის კომენტარები არა მხოლოდ მიუტევებელი და აღმაშფოთებელია, არამედ „საშინელი ისტორიული შეცდომაა“.

„ებრაელებს თავი არ დაუხოცავთ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა მიმართ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, იაირ ლაპიდმა თქვა, რომ უკრაინელები ნაცისტები არ არიან: „მხოლოდ ნაცისტები იყვნენ ნაცისტები და ისინი იყვნენ დაკავებული ებრაელი ხალხის სისტემატური განადგურებით“.

 

ამ თემაზე:

რუსეთმა ისრაელი „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]