weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსეთმა „აზოვსტალზე“ შტურმი განაახლა

18:54 სამშაბათი, 03 მაისი 2022
სვიატოსლავ პალამარი სვიატოსლავ პალამარი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატზე შტურმი განაახლეს. ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, შტურმამდე რუსულმა ავიაციამ კომბინატი დაბომბა.

„ოკუპანტები ახლა ქარხნის ტერიტორიაზე შემოჭრას ცდილობენ. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტს აცნობენ მარიუპოლში არსებული სიტუაციის შესახებ და რომ მას პულსზე უკავია ხელი. ამიტომ ჩვენ მისგან ველით მკვეთრ მოქმედებას, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია“,განაცხადა პალამარმა უკრაინულ გამოცემასთან.

დღეს, 3 მაისს, „აზოვის“ პოლკის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბოლო საჰაერო თავდასხმების შედეგად, ორი სამოქალაქო პირი (ქალები) დაიღუპა, ათამდე ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღებას და „აზოვსტალში“ მყოფი მოქალაქეების უკრაინის მიერ კონტროლირებად უსაფრთხო ტერიტორიაზე ევაკუაციას ითხოვენ.

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბრძოლის განახლების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. სამინისტროს სპიკერმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა, რომ „აზოვის“ მებრძოლებმა და უკრაინელმა ჯარისკაცებმა „სიჩუმის რეჟიმი“ სარდაფებიდან გამოსვლისა და საბრძოლო პოზიციებზე მისასვლელად გამოიყენეს.

„ახლა რუსული არმიისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იწყებენ ამ საცეცხლე პოზიციების განადგურებას“, – ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

ბოლო დღეებში „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]