weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რომის პაპის თქმით, რუსეთის პატრიარქისგან უკრაინაში ომის გამართლებას 20 წუთი ისმენდა

12:20 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა. იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ კირილს 40 წუთის განმავლობაში ელაპარაკა, საიდანაც 20 წუთი რუსეთის პატრიარქმა უკრაინაში ომის გამართლებას დაუთმო.

ინტერვიუს ნაწილი Vatican News-მაც გამოაქვეყნა. რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქს შორის ეს საუბარი 15 მარტს შედგა.

„კირილს Zoom-ის საშუალებით 40 წუთი ვესაუბრე. 20 წუთის განმავლობაში ის ფურცლიდან კითხულობდა ომის ყველა მიზეზს.

მოვუსმინე და ვუთხარი: ამის შესახებ არაფერი ვიცი. ძმაო, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო მოხელეები, ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ პოლიტიკის ენა, არამედ უნდა ვისაუბროთ იესოს ენაზე.

ჩვენ ღვთის წმინდა ხალხის მწყემსები ვართ. ამიტომ უნდა ვეძიოთ მშვიდობის გზა, უნდა გავაჩეროთ ომი. პატრიარქი არ უნდა გადაიქცეს პუტინის საკურთხევლის ბიჭად“, – განაცხადა რომის პაპმა

მისივე თქმით, რუსეთის პატრიარქს იერუსალიმში 14 ივნისს უნდა შეხვედროდა, რაც მათი მეორე შეხვედრა იქნებოდა და ის დაკავშირებული არ უნდა ყოფილიყო ომთან: „მაგრამ ჩვენ ეს შეხვედრა გავაუქმეთ. შევთანხმდით, რომ ის მსოფლიოს ორაზროვან სიგნალს გაუგზავნიდა, რომელიც არ გვჭირდება“.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა მოსკოვიდან პასუხი არ მიუღია: „ჩვენ მაინც დაჟინებით ვითხოვთ შეხვედრას, თუნდაც ვშიშობდე, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ეს შეხვედრა, მაგრამ როგორ შეიძლება ამ სისასტიკის შეჩერება?“.

რომის პაპის განცხადებით, ამ ეტაპზე კიევში ჩასვლას არ აპირებს. როგორც ფრანცისკემ განმარტა, პირველ რიგში, მოსკოვს უნდა ეწვიოს და პუტინს შეხვდეს, თუ ეს უკანასკნელი მას კარს გაუღებს.

 

ამ თემაზე:

რუსეთი არასდროს დასხმია თავს ვინმეს, ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა – რუსეთის პატრიარქი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]