weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მიმდინარეობს მძიმე სისხლიანი ბრძოლა, ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით – პროკოპენკო

12:07 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

„აზოვის“ პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მარიუპოლის გარნიზონი 70-ე დღეა მასზე ბევრად მეტ მტერს წინააღმდეგობას უწევს და 25 აპრილიდან „აზოვსტალის“ ქარხანას ყველა მხრიდან იცავს.

„უკვე მეორე დღეა, რაც მტერი შემოიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს მძიმე სისხლიანი ბრძოლა. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას მიმართავენ მტრის შემოტევის შესაჩერებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის კოლოსალური მხარდაჭერისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ“, – განაცხადა პროკოპენკომ.

„აზოვის“ მეთაურის თქმით, სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მებრძოლები აგრძელებენ ბრძანების შესრულებას და „აზოვსტალის“ დაცვას.

 

ამ თემაზე:

„აზოვსტალში“ თავდაცვის სისტემა აღადგინეს, თუმცა სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია – არესტოვიჩი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]