weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ესტონეთმა „უკვდავი პოლკის“ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნიდან გააძევა

13:35 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციამ ქვეყანა დაატოვებინა „უკვდავი პოლკის“ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ესაკოვს. უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესაკოვი მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყანაში შუღლს აღვივებდა და კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა.

„უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ ომს წინ უძღოდა სიძულვილის ხანგრძლივი და სისტემატური გაღვივება. უსაფრთხოების საფრთხეებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით: დღეს უსაფრთხოების მიზეზების გამო, კრემლის დაყოფის პოლიტიკის ლიდერი ალექსეი ესაკოვი გავაძევეთ ესტონეთიდან.

წლების განმავლობაში, ესაკოვი ღიად აღვივებდა ეროვნულ სიძულვილს, ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას, თანამშრომლობდა კრემლის პროპაგანდისტულ არხებთან, იყო „უკვდავი პოლკის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამართლებდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მონაწილეობდა კონტრაბანდაში აღმოსავლეთ უკრაინაში“, – აცხადებს პოლიცია.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში „უკვდავი პოლკის“ აქცია-მსვლელობა 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება ჯერ კიდევ მარტის ბოლოს დაანონსდა, თუმცა გუშინ, 4 მაისს, რუსეთის საელჩომ ესტონეთში გაავრცელა ინფორმაცია, რომ წელს აქცია ონლაინ ფორმატში გაიმართება. ესტონეთმა, 10 მაისამდე, აკრძალა საჯარო შეკრებებზე გეორგიევსკის ლენტის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის სომბოლოდ ქცეული Z-ის, რუსეთის ან საბჭოთა კავშირის დროშების და ასევე, საბჭოთა სამხედრო ფორმის გამოყენება.

9 მაისს რუსეთში და მრავალ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, 1945 წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. ევროპაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება 8 მაისს აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]