weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილეს რუსულ მეტალურგიულ კომპანიას სანქციები დაუწესა

16:52 პარასკევი, 06 მაისი 2022

დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილესი რუსული მეტალურგიული კომპანია Evraz-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ფოლადის მწარმოებელი და სამთომომპოვებელი კომპანია მუშაობს  სექტორებში, რომლებსაც რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნიათ. Evraz-ი აწარმოებს რუსეთის სარკინიგზო ბორბლების 28% და ლიანდაგების 97%-ს. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთი უკრაინის ფრონტზე სამხედრო მარაგების გადასატანად და ჯარისკაცების გადასაყვანად რკინიგზას იყენებს“, – ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

Evraz-ის აქტივები გაიყინება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს ვერცერთი მოქალაქე ან კომპანია ვერ შეძლებს კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების ქონას.

„ეს სანქციები პუტინის ფინანსურ რეზერვებს კიდევ უფრო გაანადგურებს, დაბლოკავს ეკონომიკას და დაეხმარება უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

რუსული ბიზნეს-გამოცემა RBC-ს ინფორმაციით, Evraz-ის უმსხვილესი აქციონერი რომან აბრამოვიჩია. ის კომპანიის აქციების 28.64%-ს ფლობს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 1000-ზე მეტ ინდივიდუალურ პირსა და დაახლოებით 100 ბიზნესს დაუწესა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]