weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვერეშჩუკის თქმით, გუშინ „აზოვსტალიდან“ 50 ქალი, ბავშვი და მოხუცი გამოიყვანეს

12:33 შაბათი, 07 მაისი 2022

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 6 მაისს, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან 50 ქალი, ბავშვი და მოხუცი გამოიყვანეს. მისი თქმით, რუსეთი მთელი დღის განმავლობაში არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რის გამოც ევაკუაციის პროცესი ნელა მიმდინარეობდა.

„აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა გაეროსა და წითელი ჯვრის შუამავლობით ხორციელდება. ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი მოქალაქეა გამოყვანილი მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიიდან და რამდენი რჩება შიგნით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა 7 მაისს, დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, მტერმა „შეტევითი მოქმედებები“ კვლავ განახორციელა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადასარჩენად დიპლომატიურ ვარიანტებზე მუშაობენ. როგორც მან აღნიშნა, პროცესში გავლენიანი შუამავლები და გავლენიანი სახელმწიფოები არიან ჩართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]