weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზელენსკის ხაკისფერი ქურთუკი 90 000 ფუნტად გაიყიდა

15:37 შაბათი, 07 მაისი 2022

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ხაკისფერი ქურთუკი ლონდონში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე, 90 000 ფუნტად (დაახლოებით 337 000 ლარი) გაიყიდა. მას ზელენსკის მიერ გაკეთებული ხელმოწერა და წარწერა Слава Україні ჰქონდა.

როგორც The Telegraph წერს, აუქციონის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აუქციონის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ქურთუკისთვის უფრო მეტი გადაეხადათ, ვიდრე საწყისი ფასი, 50 000 ფუნტი იყო. აუქციონზე ასევე გატანილი იყო მამლის ფორმის დოქი, რომელიც ჯონსონს კიევში სეირნობის დროს აჩუქეს და კიევის ტური დედაქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოსთან ერთად.

„მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მეგობრები, რათა უძველეს ევროპულ დედაქალაქს აღარასოდეს დაემუქროს საფრთხე, უკრაინა ისევ გახდეს ერთიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]