weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

უკრაინაში რუსეთის ყველაზე თანამედროვე ტანკი T-90M გაანადგურეს

16:35 შაბათი, 07 მაისი 2022

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ყველაზე თანამედროვე რუსული ტანკი Т-90M გაანადგურეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ფაქტი დღეს დაადასტურა. განადგურებული T-90M-ის ამსახველი ვიდეო Telegram-შიც გავრცელდა.

„მინიმუმ ერთი T-90M, რუსეთის ყველაზე გაუმჯობესებული ტანკი განადგურდა საბრძოლო მოქმედებების დროს. T-90M 2016 წელს წარადგინეს. მას გააჩნია გაუმჯობესებული ჯავშანი, განახლებულ თოფი და გაძლიერებული სატელიტური სანავიგაციო სისტემები“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის ყველაზე კარგად აღჭურვილ ქვედანაყოფებში ამჟამად დაახლოებით ასი T-90M ტიპის ტანკია. მათი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომშიც მონაწილეობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტებმა 1122 ტანკი დაკარგეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]