weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი გამოყვანილია – უკრაინის ვიცე-პრემიერი

22:13 შაბათი, 07 მაისი 2022

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესის დასრულების შესახებ განაცხადა.

„პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: „აზოვსტალიდან“ ყველა ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა“, – დაწერა ვერეშჩუკმა Telegram-ზე.

„აზოვსტალის“ ერთადერთი ადგილია უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე ასობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს და მათ უსაფრთხოდ გაყვანას ითხოვდნენ. ევაკუაციის პროცესი 1 მაისს დაიწყო და არაერთხელ შეჩერდა საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო. ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა „აზოვსტალიდან“ და რამდენი დაიღუპა რუსეთის მიერ ქარხნის ტერიტორიის დაბომბვის გამო.

„აზოვსტალში“ დაჭრილი სამხედროებიც იმყოფებიან. 5 მაისს „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, მიეღო ზომები დაჭრილების ევაკუაციისა და ცხედრების გასატანად. 6 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დიპლომატიურ ვარიანტებზე მუშაობენ და ამ პროცესში გავლენიანი სახელმწიფოები არიან ჩართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]