weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო

18:11 ორშაბათი, 09 მაისი 2022

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო და ის ევროკავშირის ელჩს, მატი მაასიკასს გადაეცემა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვიდეოზარის დროს განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ეს პასუხებიც ჩვენი გუნდის მცირე გამარჯვებაა. ველოდებით ევროკომისიის განხილვას და დასკვნებს. ვისურვებდი, რომ ეს დასკვნები დადებითი იყოს და თქვენი წყალობით, დაჩქარებული“, – უთხრა ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სამშობლოს იცავენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია უკრაინის პასუხებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრების გამოქვეყნებას ივნისში გეგმავს.

უკრაინამ ევროკომისიისგან კითხვარი მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. უკრაინას ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებმაც, საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს.

როგორც ცნობილია, საქართველო ევროკავშირის ელჩს კითხვარის მეორე ნაწილს ხვალ, 10 მაისს გადასცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]