weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„აზოვის“ პოლკის მებრძოლების ცოლები რომის პაპს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს

17:33 ოთხშაბათი, 11 მაისი 2022
Reuters-ის ფოტო Reuters-ის ფოტო

„აზოვის“ პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოსა და ამავე პოლკის მებრძოლის, არსენი ფედოსიუკის ცოლები ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 27 წლის კატერინა პროკოპენკომ და 29 წლის იულია ფედოსიუკმა რომის პაპს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან ჯარისკაცების ევაკუაციაში დახმარება სთხოვეს.

„თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ. იმედი მაქვს, რომ მათი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებთ. გთხოვთ, არ მისცეთ სიკვდილის საშუალება“, – ციტირებს Reuters-ი პროკოპენკოს განცხადებას.

მოგვიანებით, „აზოვის“ მებრძოლების ცოლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ პაპს აღუწერეს, რა პირობებში არიან დაჭრილი ჯარისკაცები და დაღუპულთა ცხედრები. მათი თქმით, „აზოვსტალში“ მყოფებს არ აქვთ საკმარისი საკვები, წყალი და მედიკამენტები.

როგორც იულია ფედოსიუკმა განაცხადა, ბოლოს როდესაც მეუღლეს ესაუბრა, მან სთხოვა ინტერნეტში სტატიის მოძებნა იმის შესახებ, თუ როგორ გაძლოს ადამიანმა წყლის გარეშე რაც შეიძლება დიდხანს. 

„ჩვენი ჯარისკაცები ელიან მესამე ქვეყანაში ევაკუაციას, ევაკუაციის შემთხვევაში იარაღის დადებას. ჩვენ პაპს ვთხოვეთ ეწვიოს უკრაინას და დაელაპარაკოს პუტინს, უთხრას მას, რომ გაუშვას ისინი“, – განაცხადა იულია ფედოსიუკმა.

პროკოპენკომ აღნიშნა, რომ „აზოვის“ პოლკის წევრებისთვის რუსების ტყვეობაში აღმოჩენა გამოსავალი არ არის. ქალებმა თურქეთი და შვეიცარია დაასახელეს იმ შესაძლო მესამე ქვეყნებად, სადაც მებრძოლების ევაკუაციაა შესაძლებელი, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ. იულია ფედოსიუკმა სახელმწიფოებს მოუწოდა, „აზოვის“ პოლკის მებრძოლების დასახმარებლად ძლიერი დიპლომატიური კოალიცია შექმნან.

რომის პაპი ქალებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია და „აზოვსტალში“ მყოფებისთვის ილოცებს.

 

ამ თემაზე:

„აზოვმა“ დაჭრილი სამხედროების ფოტოები გაავრცელა და მათი სასწრაფო ევაკუაცია მოითხოვა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]