weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს NATO-ს წევრობა – პრეზიდენტი და პრემიერი

13:16 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთმა NATO-ს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გაწევრიანების თაობაზე.

„ამ გაზაფხულს მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა ფინეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების შესახებ. დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ პარლამენტს და მთელ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინა. დრო იყო საჭირო მჭიდრო საერთაშორისო კონტაქტებისთვის NATO-სთან და მის წევრ ქვეყნებთან, ასევე შვედეთთან. ჩვენ გვსურდა, რომ ამ დისკუსიისთვის საჭირო სივრცე მიგვეცა“, – ნათქმია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაში.

ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა უკვე, გადაწყვეტილების მიღების მომენტი ახლოსაა.

„NATO-ს წევრობა ფინეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვით ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს NATO-ს წევრობა.

ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები, რომელთა ეროვნულ დონეზე გადადგმა საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, უახლოეს დღეებში სწრაფად გადაიდგმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფინეთს რუსეთთან 1300 კილომეტრი სიგრძის საერთო საზღვარი აქვს. ქვეყანაში, რომელსაც დღემდე ნეიტრალური სტატუსი გააჩნია, NATO-ში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა.

 

ამ თემაზე:

რუსეთს მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება – მედვედევი NATO-ში ფინეთისა და შვედეთის შესვლაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]