weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსეთს არ სურს ევაკუაცია, ის ყველაფრის განადგურებას გეგმავს – ვერეშჩუკი „აზოვსტალზე“

14:56 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი 21-ე საუკუნუს უდიდესი სამხედრო ტრაგედია არ გახდეს.

Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვერეშჩუკმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „აზოვსტალის“ ტრაგედია ომების ისტორიის სახელმძღვანელოებში არ შევიდეს როგორც 21-ე საუკუნის უდიდესი ტრაგედია. ჩვენ ჰუმანიტარული დერეფანი გვჭირდება, რომ დიალოგი დავიწყოთ. თუ ეს მოხდება, ის ადამიანები, რომლებსაც გადრჩენა უნდათ, ასეთი შანსი ექნებათ. ეს რუსეთზეა დამოკიდებული და სწორედ ეს არის ახლა მოლაპარაკებების საგანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რაღაც ახალ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ჰუმანტარული დერეფნების ორგანიზება უკიდურესად რთულია იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ეს არ სურს.

„სინამდვილეში, რუსეთს არ სურს არანაირი ევაკუაცია. ის ყველას და ყველაფრის განადგურებას გეგმავს.

თქვენ, ძვირფასო ჟურნალისტებო, მსოფლიო საზოგადოებამ, ცივილიზებული სამყაროს ხალხო, არ დაუშვათ ეს! ყურადღების „აზოვსტალზე“ ფოკუსირება აგრესორს არ აძლევს საშუალებას, დაბომბოს და გაანადგუროს ყველა, ვინც იქაა. ეს არის ჩვენი საერთო მიზეზი – არ დავუშვათ იმ ადამიანების მოკვლა, რომლებსაც თავის დაცვა არ შეუძლიათ“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

Ukrinform-ის ცნობით, უკრაინამ რუსეთს „აზოვსტალში“ მყოფი მძიმედ დაჭრილი მებრძოლების დატყვევებულ რუსებზე გაცვლა შესთავაზა, სამხედრო ტყვეების გაცვლის წესების დაცვით.

„აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ორი თვეა რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყაშია. ეს ფაქტობრივად ერთადერთი ტერიტორიაა მარიუპოლში, რომლის აღებაც ოკუპანტებმა ვერ შეძლეს.

„აზოვსტალს“ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები და საზღვაო ქვეითები იცავენ. მათი ინფორმაციით, ასობით დაჭრილი სამხედრო ჰყავთ, რომლებიც ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან, არ აქვთ საჭირო მედიკამენტები და სამედიცინო დახმარება. მებრძოლები საკვებისა და წყლის დეფიციტზეც საუბრობენ, რის გამოც დაჭრილთა დაუყოვნებლივ ეკუაციას ითხოვენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 9 მაისს, „აზოვსტალის“ დაბომბვის შედეგად, ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]