weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პესკოვის განცხადებით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის „ცალსახად“ საფრთხეა

16:51 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას რუსეთი საფრთხედ განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნმა, დმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ NATO-ს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება, მსოფლიოს და რაც მთავარია, ჩვენს ევრაზიის კონტინენტს, არ აქცევს უფრო სტაბილურ და უსაფრთხო ადგილად. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა“, – განაცხადა პესკოვმა.

დამაზუსტებელ შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა NATO-ში ფინეთის გაწევრიანება საფრთხეს რუსეთისთვის, დმიტრი პესკოვმა უპასუხა: „ცალსახად“.

პესკოვის თქმით, შეკითხვა, რატომ შეიცვალა ფინეთმა პოზიცია და უარი თქვა ნეიტრალურ სტატუსზე, ამ ქვეყნის ხელსიუფლებას უნდა დაესხვას.

„თქვენ იცით, რომ ფინეთი შეუერთდა იმ არამეგობრულ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ევროკავშირმა გადადგა. ამან არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი სინანული და ეს არის ჩვენი სარკისებური პასუხების მიზეზიც“, – თქვა კრემლის პრეს-მდივანმა.

რუსეთის მოსაზღვრე ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მახარი დაუჭირეს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას და თქვეს, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ფინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრობა ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]