weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

G7: არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომელთა შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს

18:54 შაბათი, 14 მაისი 2022

დიდი შვიდეულის (G7) წევრი სახელმწიფოები არასოდეს აღიარებენ იმ საზღვრებს, რომლის დემარკაციასაც რუსეთი უკრაინაში აგრესიული ომით ცდილობს. ამის შესახებ დიდი შვიდეულის განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ აგრესიულმა ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილება, არ ვაღიაროთ საზღვრების ძალის გამოყენებით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შეცვლის აშკარა მცდელობები.

ჩვენ არ ვაღიარებთ გავლენის სფეროების შესახებ ნებისმიერ იდეას და ძალის გამოყენებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

 ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომელთა შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის, ყირიმის ჩათვლით, და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ვკითხულობთ G7-ის განცხადებაში.

G7-ის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდება და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს არაპროვოცირებული ომი და ტაჯვა, რომელსაც ის იწვევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქვეყნები ბელარუსსაც მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის დახმარება და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

დიდი შვიდეულის ქვეყნების - კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 12-14 მაისს, გერმანიაში, გერმანიის თავმჯდომარეობით შეხვერა გამართეს. ღონისძიებას, დიდი შვიდეულის წევრების გარდა, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]