weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უკრაინის გენშტაბის ცნობით, „აზოვსტალიდან“ 264 სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა

10:50 სამშაბათი, 17 მაისი 2022
ფოტო: REUTERS/Alexander Ermochenko ფოტო: REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიიდან 16 მაისს 264 სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა.

მათგან 53, რომელიც მძიმედ არის დაჭრილი, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 ადამიანი კი, ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით, ასევე დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში, ოლენოვკაშია ევაკუირებული. გენშტაბის ცნობით, ისინი უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცვლის პროცედურით დაბრუნდებიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბში განაცხადეს, რომ გრძელდება მუშაობა „აზოვსტალში“ დარჩენილი სამხედროების დასახმარებლად.

ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურების ამოცანა მარიუპოლის მცველების სიცოცხლის გადარჩენაა და სწორედ ასეთი ბრძანება აქვთ ხელმძღვანელობისგან.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს „აზოვსტალის“ განბლოკვის შესაძლებლობა. როგორც უკრაინის, ისე მთელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საერთო ამოცანა მარიუპოლის მცველების სიცოცხლის გადარჩენაა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალარმა.

დონეცკის ოლქში მდებარე ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყაშია. „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი ერთადერთი ადგილია, რომლის აღებაც მათ ვერ შეძლეს. ტერიტორიას „აზოვის“ პოლკი წევრები, ასევე საზღვაო ქვეითები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და მოხალისეები იცავენ. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, „აზოვსტალის“ ტერიტორია 21 აპრილიდან ბლოკირებულია.

გაეროსა და „წითელი ჯვრის“ შუამავლობის შედეგად, 7 მაისს დასრულდა „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების ევაკუაცია. მარიუპოლის მცველები ასევე ითხოვდნენ იმ სამხედროების გაყვანას, რომლებიც მძიმედ იყვნენ დაჭრილი და ბრძოლა აღარ შეეძლოთ. მათი ინფორმაციით, ბუნკერებში ასობით დაჭრილი იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]