weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთი აცხადებს, რომ 16 მაისის შემდეგ „აზოვსტალიდან“ 959 უკრაინელი მებრძოლი გამოვიდა

13:21 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022
Reuters-ის ფოტო Reuters-ის ფოტო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორია სულ 959 ადამიანმა დატოვა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ისინი ტყვედ ჩაბარდნენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის თავდაცის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა გააკეთა.

„მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებულმა „აზოვის“ ნაციონალისტური ქვედანაყოფის ბოევიკებმა და უკრაინელმა სამხედროებმა განაგრძეს ტყვედ ჩაბარება. გასული დღე-ღამის განმავლობაში 694 ბოევიკი ჩაბარდა, მათ შორის 29 დაჭრილია“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, 16 მაისიდან 959 „ბოევიკი ჩაბარდათ“, რომელთაგან 80 დაჭრილია. იგორ კონაშენკოვი ამბობს, რომ 51 დაჭრილს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება და ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. დანარჩენების ადგილსამყოფელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ არ ასახელებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ გამოსული უკრაინელი სამხედროები სოფელ ეკენოვკაში მდებარე ყოფილ სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს. ელენოვკა დონეცკის ოლქის იმ ნაწილშია, რომელსაც რუსეთის და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები აკონტროლებენ.

 

ამ თემაზე:

გადარჩენის სხვა ფორმულა არ შეიძლება იყოს – უკრაინის თავდაცვის უწყება „აზოვსტალზე“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]