weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „აზოვსტალზე“ კონტროლი დაამყარეს

11:30 შაბათი, 21 მაისი 2022

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ „აზოვსტალისა“ და ქალაქ მარიუპოლის „სრულად გათავისუფლების“ ოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

კონაშენკოვის თქმით, 16 მაისის შემდეგ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბლოკირებული „აზოვის“ პოლკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების 2439 სამხედრო ჩაბარდა ტყვედ. კონაშენკოვის ინფორმაციით, 20 მაისს იარაღი ბოლო ჯგუფმა - 531-მა „ბოევიკმა“ დადო.

როგორც იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, „აზოვის“ პოლკის მეთაური მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიიდან სპეციალური დაჯავშნული მანქანით გამოიყვანეს.

რუსულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ტყვედ ჩაბარდა უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა. ის ამბობს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე საზღვაო ქვეითები აღარ არიან.

უკრაინის ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„აზოვსტალის“ ტერიტორია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 21 აპრილიდან სრულად იყო ბლოკირებული. ტალურგიული კომბინატის ტერიტორიას „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გარდა, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, პოლიციელები და მოხალისეები ორ თვეზე მეტი იცავდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]