weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორის მორგან ფრიმანიც არის

19:07 შაბათი, 21 მაისი 2022
ჯო ბაიდენი, ჯენ საკი და მორგან ფრიმანი ჯო ბაიდენი, ჯენ საკი და მორგან ფრიმანი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების იმ მოქალაქეთა სია გამოაქვეყნა, რომელთათვისაც რუსეთში შესვლა აკრძალული იქნება. 963 სანქცირებულ მოქალაქეს შორის აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გარდა, სენატის წევრები, ყოფილი მაღალჩინოსნები და სამხედროები, ადვოკატები, ჟურნალისტები და მოსამართლეებიც არიან.

სიაში შეიყვანეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. გარდა ამისა, რუსეთში შესვლას ვეღარ შეძლებს ნენსი პელოსი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრია „დემოკრატიული პარტიიდან“. ის მაისის დასაწყისში კიევში იმყოფებოდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

აშშ-ის სანქცირებულ 963 მოქალაქეს შორის მოხვდა 2021-2022 წლებში თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯენ საკი, აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი და თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ასევე, ფონდ „ღია საზოგადოების“ დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი.

გარდა ამისა სიაში მოხვდა კინომსახიობი მორგან ფრიმანი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ ფრიმანმა 2017 წელს რუსეთი შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]