weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზელენსკი: ჯერ კიდევ რუსეთი ევროპელებისგან დღეში მილიარდ ევროს იღებს

18:21 პარასკევი, 27 მაისი 2022

„რუსეთზე ზეწოლა ფაქტიურად სიცოცხლის გადარჩენის საკითხია და შეფერხების, სისუსტის, კამათის ან მსხვერპლის ხარჯზე აგრესორის დაშოშმინების შესახებ შემოთავაზებების ყოველი დღე ნიშნავს ახალ მოკლულ უკრაინელებს, ასევე ახალ საფრთხეებს ჩვენი კონტინენტისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, როგორც 8 წლის წინ, 2014 წელს, ისე დღეს, დარწმუნებით შეიძლება ორი რამის თქმა:

„პირველი – მოვლენების კატასტროფული მსვლელობის შეჩერება შეიძლებოდა, თუ მსოფლიო უკრაინაში არსებულ ვითარებას ისე მიუდგებოდა, როგორც თავისას; თუ ძლიერნი ამა სოფლისანი არ ეფლირტავებოდნენ რუსეთს, არამედ რეალურად ზეწოლას მოახდენდნენ ომის დასრულების მიზნით.

მეორე –

უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას ვერ გასტეხენ. საკითხავია მხოლოდ ის, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ერს თავისი თავისუფლებისთვის, ხოლო რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის.

აი, უბრალოდ შეხედეთ ახლა არსებულ სიტუაციას. რამდენიმე კვირაა ევროკავშირი ცდილობს შეათანხმოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. ჯერ კიდევ რუსეთი ევროპელებისგან დღეში თითქმის მილიარდ ევროს იღებს ენერგორესურსების მიწოდების სანაცვლოდ.

რა თქმა უნდა, მე მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, რომლებიც მხარს უჭერენ ახალ სანქციებს, მაგრამ საიდან აქვთ ამხელა ძალაუფლება მათ, ვინც მეექვსე პაკეტს ბლოკავენ? რატომ ინარჩუნებენ ამ დრომდე ამხელა ძალაუფლებას, მათ შორის შიდაევროპულ პროცედურებში.

უკვე რამდენი კვირაა მსოფლიო ვერ ბედავს რუსეთის საბანკო სისტემის დაბლოკვას - ყველა ბანკის, გამონაკლისის გარეშე, რათა აგრესორს ჩამოერთვას შესაძლებლობა დააფინანსოს არა მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ ომი, არამედ განხეთქილებისა და კრიზისების შექმნის პოლიტიკაც მთელ მსოფლიოში.

რამდენი ხანია ვიბრძვით იმისთვის, რომ უკრაინას მიაწოდონ ყველა აუცილებელი იარაღი იმისთვის, რომ შევცვალოთ ბრძოლის ხასიათი, დავიწყოთ ოკუპანტების განდევნისკენ უფრო სწრაფად და თავდაჯერებულად სვლა. ყველა იარაღი, მათ შორის MLRS (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა). სისტემები, რომლებიც ნამდვილად საჭიროა ამ აგრესიის შესაჩერებლად. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევის წყალობით, ჩვენს ხმას მაინც გაიგებენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 93-ე დღეა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასში ოკუპანეტბის ამჟამინდელმა შეტევამ ეს რეგიონი შესაძლოა უკაცრიელი გახადოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]