weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინის პარლამენტმა სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა გაათავისუფლა

21:00 სამშაბათი, 31 მაისი 2022

უკრაინის პარლამენტმა - უმაღლესმა რადამ საკუთარი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვა თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 234 ხმით მიიღეს.

რადას დეპუტატებმა დენისოვას საქმიანობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და დღის წესრიგში მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენეს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრმა, პაველ ფროლოვმა განაცხადა, რომ ლუდმილა დენისოვა თითქმის არ ასრულებდა საკუთარ უფლებამოსილებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება, ტყვეების გაცვლა და დაცვა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების დეპორტაცია და სხვა.

გარდა ამისა, ფროლოვმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი მედიას ზედმეტად ამახვილებინებდა ყურადღებას „არაბუნებრივი გზით“ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების გაუპატიურების მრავალ დეტალზე, რაც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით. რადას დეპუტატის თქმით, ასეთმა ქმედებებმა მხოლოდ დააზიანა უკრაინა და მსოფლიო მედიის ყურადღება ქვეყნის რეალური საჭიროებებიდან გადაიტანა.

დაბოლოს, პაველ ფროლოვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლუდმილა დენისოვა დიდი ხანი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

„მაგრამ არა რუსეთში ან ბელარუსში, სადაც საკუთარი სტატუსით და უფლებამოსილებით შეეძლო დახმარებოდა ტყვეებს, დეპორტირებულებს და ოკუპაციაში მყოფ ხერსონის მცხოვრებლებს, არამედ დავოსში, ვენაში, ვარშავაში და სხვაგან თბილ, მშვიდ დასავლეთ ევროპაში“, – აცხადებდა ფროლოვი.

ლუდმილა დენისოვა, რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, რადას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მე გამათავისუფლეს კონსტიტუციის, უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით. არ ვჩერდები! გავაგრძელებ უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას“, – განაცხადა დენისოვამ.

ლუდმილა დენისოვა ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]