weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინის დროშა, რომელიც „აზოვსტალზე“ ფრიალებდა, მუზეუმს გადაეცა

13:45 შაბათი, 04 ივნისი 2022

უკრაინის სახელმწიფო დროშა, რომელიც ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის თავზე ფრიალებდა, ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

დროშა ექსპოზიციის „უკრაინა - ჯვარცმა“ ნაწილი გახდა. სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ „დადგება დრო, როდესაც დროშა, უკვე როგორც სამუზეუმო ექსპონატი, კვლავ ეწვევა უკრაინის თავისუფალ ქალაქ მარიუპოლს“.

დროშის გადაცემაში მონაწილეობდნენ ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების მეუღლეები, ასევე სამხედროები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს დაიჭრნენ. მათ შორის იყო „აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]