weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამი ქვეყნის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ლავროვი სერბეთში ვერ ჩავიდა

11:43 ორშაბათი, 06 ივნისი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი სერბეთში ჩაიშალა, რადგან სერბეთის მეზობელმა სამმა ქვეყანამ - ბულგარეთმა, მონტენეგრომ და ჩრდილოეთ მაკედონიამ, რუსულ სახელმწიფო თვითმფინავს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის დელეგაცია ბელგრადში მოლაპარაკებებისთვის უნდა ჩასულიყო.

„ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე, დახურეს კიდევ ერთი საკომუნიკაციო არხი“, – განაცხადა მარია ზახაროვამ იტალიური ტელეარხის ეთერში.

ზახაროვას თქმით, ევროკავშირი „რკინის ფარდის“ დაშვებას ცდილობს: „თქვენი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტად ეგოისტები ხართ, გგონიათ, რომ სამყაროს ცენტრში ხართ, თქვენს გარდა სხვა ერები არ არსებობენ. მორალური უფლება არ გაქვთ, ვინმეს რაღაც ასწავლოთ“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

როგორც BBC წერს, სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე ევროკავშირის წევრმა თითქმის ყველა ქვეყანამ და დიდმა ბრიტანეთმა, რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ისინი NATO-ში შედიან და ანტირუსულ სანქციებს მხარს უჭერენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]