weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ნამდვილად არ მესმის... რუსეთის დამცირება. გვკლავენ. რაზე ვლაპარაკობთ?“ – ზელენსკი

22:10 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ესმის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, რომელიც ფიქრობს, რომ მოკავშირეებმა რუსეთი არ უნდა დაამცირონ.

ზელენსკის თქმით, საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა იმის შესახებ, რომ რუსეთმა არ შეასრულა სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებიც ე.წ. მინსკის პროცესის ფარგლებში იქნა მიღწეული და 2014 წლის შემდეგ დონბასში საომარი მოქმედებები ვერ დაასრულა.

„ნამდვილად არ მესმის... რუსეთის დამცირება. რვა წელია გვკლავენ. რაზე ვლაპარაკობთ?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ მეტის გაკეთება იმისთვის, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანონ – უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით და მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებით, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სრული ემბარგოს ჩათვლით. ზელენსკი ამბობს, რომ მოკავშირეები უბრალოდ შუამავლები არ უნდა იყვნენ, არამედ უნდა უზრუნველყონ ის, რომ მოსკოვმა საომარი მოქმედებები დაასრულოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს.

„ისინი მშვიდობის წინაპირობებს უნდა ქმნიდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა საკუთარი თავის, ხალხისა და ქვეყნისთვის. ამასთან, მაკრონმა თქვა: „ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან მაშინ, როდესაც ბრძოლა შეწყდება, დიპლომატიური საშუალებებით შევძლოთ გამოსასვლელი გზის აშენება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]