weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს

18:29 შაბათი, 11 ივნისი 2022

უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის ოკუპირებულ ოლქებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტებს არიგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ვლადიმირ როგოვმა, რომელსაც რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრად მოიხსენიებენ, განაცხადა, რომ ქალაქ მელიტოპოლში დღეს პირველი რუსული პასპორტების გაცემის ცერემონია გაიმართა. მანამდე ის ამბობდა, რომ 6 ივნისისთვის, ზაპოროჟიეს ოლქში 70 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა განაცხადი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად. როგოვს არ დაუკონკრეტებია, რამდენი პასპორტი გაიცა დღეს.

TASS-ის ცნობით, რუსული პასპორტი დღეს ხერსონის 23-მა მცხოვრებმა აიღო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მაისის ბოლოს ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკანონო პასპორტიზაცია ხერსონსა და ზაპოროჟიეში, ისევე როგორც ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ნაწილში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ასევე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევაა.

„რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგები არ ექნება. ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უკრაინის მოქალაქეობაზე“, – განაცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]