weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

არესტოვიჩის თქმით, ომში დაახლოებით 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

18:59 შაბათი, 11 ივნისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ დაახლოებით 10 000 სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„კონფლიქტის დასაწყისში, დღეში საშუალოდ 100 სამხედრო გვეღუპებოდა, მაგრამ რუსეთის არმიის მხარეს, პირველი 20-30 დღის განმავლობაში, დღეში 1000 კვდებოდა. ახლა არანაკლებ 200-300 იღუპება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

შეკითხვას, ამ დათვლებით, შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ უკრაინის ჯარმა 10 000-მდე სამხედრო დაკარგა, არსეტოვიჩმა უპასუხა: „დიახ, სადღაც ასეა“.

ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინას მეტი შეიარაღება რომ ჰქონდეს, რუსეთის შეტევებს სწრაფად და ეფექტურად მოიგერიებდა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 108 დღის წინ, 24 თებერვალს დაიწყო. საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 25 მარტს გამოაცხადა. უწყების ცნობით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 25 მარტამდე  1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3825 კი დაშავდა. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგები 30 000-ს აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]