weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უკრაინა წინანდელ საზღვრებში აღარ არის და არ იქნება – ზახაროვა

18:48 შაბათი, 18 ივნისი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინა წინანდელ საზღვრებში აღარ იქნება. ამის შესახებ მან Sky News Arabia-სთან ინტერვიუს დროს თქვა.

„ის უკრაინა, რომელიც ჩვენ ვიცოდით იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, უკვე აღარ არის და არ იქნება. ეს აშკარაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

ჟურნალისტის შეკითხვას, ასე იქნება თუ არა მაშინაც, როცა ამას დასავლეთში არავინ აღიარებს, მარია ზახაროვამ უპასუხა:

„არა, არა. მოიცადეთ. პირველ რიგში, საერთოდ, ეს საქმე იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც იქ ოდითგანვე ცხოვრობდნენ. რა შუაშია აქ დასავლეთი? თქვენ გესმით, რომ ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ დასავლეთს და ჩვენს რეალობას ვუსადაგებთ იმას, თუ როგორ მიიღებენ მას იქ. მაგალითად, დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერვიუს დროს, ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა: „ეს დავალეთის თვალში ასე გამოიყურება...“, მან კი ინტერვიუერს შეაწყვეტინა და უთხრა: „ჩემთვის სულერთია, დასავლეთის თვალებს ყურადღებას არ ვაქცევ“. გესმით? აი, ეს არის სწორი ლოგიკა“.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი თითქმის ოთხი თვეა მიმდინარეობს. ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს მანამ, ვიდრე მის ფარგლებში გაცხადებული მიზნები, მათ შორის, დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია არ იქნება მიღწეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]